1.პროექტის სახელწოდება: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“
2.პროექტის მთავარი
იდეა: ბარბარიზმებისა და ჟარგონების თავმოყრა და სალიტერატურო ქართულით განმარტება, ბრძოლა მათი აღმოფხვრისათვის.
3.პროექტის აქტუალურობა:
ხელს შეუწყობს კვლევა-ძიებისა და ჯგუფური უნარ-ჩვევების განვითარებას, ქართული ენის
სიწმინდის დაცვას. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4.პროექტის მიზნები:პრობლემის
განსაზღვრის;
ინფორმაციის მოძიების;
საქმიანობის ორგანიზების;
შემოქმედებითობის,შედეგების ანალიზის;
პრობლემის გადაჭრის,გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების
ჩამოყალიბება.
ქართ.VII.1.მოსწავლეს
შეუძლია უცნობი ინფორმაციის ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის
წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- შეარჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე,მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერ ვიზუალურ მასალას(პლაკატს,სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას.
ქართ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია
სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
- ამოიცნობს საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის,ტელე დარადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი :მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას);
ქართ.VII.9.მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე
- განმარტავს ენის არასალიტერატურო ფორმების (ჟარგონის, დიალექტიზმის, ბარბარიზმის) გამოყენების მიზეზებს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში.
ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია
კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
:
- ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
- მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ლექსიკონებიდან , წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
ქართ.VII.11.მოსწავლეს შეუძლია
წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- წერს საინფორმაციო წერილს კედლის გაზეთისათვის, იცავს ამ ტოპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას; წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებისათვის, ფოტოგამოფენისათვის, სასკოლო ღონისძიებისათვის და სხვ.) წერს საქმიან ტექსტს (მაგალითად, განცხადებას ან თხოვნას).
5.მონაწილეთა
ასაკი:13/14 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:2
კვირა.
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა ძალებით შეიქმნება
კედლის გაზეთი :,,ესე ენაი შემკული და კურთხეული,“ სადაც გამოქვეყნებული იქნება მოსწავლეთა
კვლევის შედეგები სოფელში ბარბარიზმებისა და ჟარგონების გამოყენების შესახებ, ცნობილ
ადამიანთა გამონათქვამები ქართულ ენაზე.
8.პროექტისათვის
საჭირო რესურსები:ფორმატები, ქაღალდები კედლის გაზეთისათვის, ლექსიკონები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):
აქტივობა1.-გონებრივი
იერიშის საშუალებით მასწავლებლის დახმარებით ირჩევენთემას: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ (ბარბარიზმები
და ჟარგონები ჩვენს სოფელში).
აქტივობა3.-შემუშავდა
პროექტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ბაილეთში გავრცელებული ბარბარიზმებისა
და ჟარგონების თავმოყრასა და სალიტერატურო ქართულით მათ განმარტებას, ამ თემაზე კედლის
გაზეთის გამოცემას, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების მოწვევას და ლიტერატურულ-მუსიკალური
კომპოზიციის მოწყობას.
აქტივობა4.-სასწავლო
პროექტის განხორციელების გეგმა:
N
|
განხორციელებული აქტივობები
|
დრო
|
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
|
პასუხისმგებელი პირები
|
შესაბამისი რესურსები
|
1.
|
ბარბარიზმებისა და ჟარგონების ჩაწერა
|
ერთი კვირა
|
პირველი ჯგუფი
|
ჯგუფის ლიდერები
|
ფორმატები,ფოტოაპარატი,ლექსიკონები
|
2.
|
კედლის გაზეთის გამოშვება
|
ერთი კვირა
|
მეორე ჯგუფი
|
ჯგუფის ლიდერები
|
ქაღალდი,კომპიუტერი, პრინტერი
|
3.
|
ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
|
ორი კვირა
|
ორივე ჯგუფი
|
ლიდერები ორივე ჯგუფიდან
|
კომპიუტერი,მუსიკალური ინსტრუმენტები
|
აქტივობა 5.-ჯგუფების
მიერ აქტივობების განხორციელება. ორივე ჯგუფი ახორციელებს დაგეგმილ ღონისძიებებს.
აქტივობა 6.-პროექტი
პრეზენტაცია-ორივე ჯგუფი ამზადებს პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ
პრეზენტაციას.
აქტივობა 7.-შეფასება
პროექტის შეფასება
N
|
განხორციელებული აქტივობები
|
დრო
|
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
|
პასუხისმგებელი პირები
|
შესაბამისი რესურსები
|
1.
|
ბარბარიზმებისა და ჟარგონების ჩაწერა
|
ერთი კვირა
|
პირველი ჯგუფი
|
ჯგუფის ლიდერები
|
ფორმატები,ფოტოაპარატი,ლექსიკონები
|
2.
|
კედლის გაზეთის გამოშვება
|
ერთი კვირა
|
მეორე ჯგუფი
|
ჯგუფის ლიდერები
|
ქაღალდი,კომპიუტერი, პრინტერი
|
3.
|
ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
|
ორი კვირა
|
ორივე ჯგუფი
|
ლიდერები ორივე ჯგუფიდან
|
კომპიუტერი,მუსიკალური ინსტრუმენტები
|
ჯგუფური მუშაობის შეფასება
N
|
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
1.
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
|||
2.
|
იყვნენ თუ არა მოტივირებულნი
|
|||
3.
|
იყვნენ თუ არა პასიური მოსწავლეები
|
|||
4.
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
10.საგნებთან/სსაგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი:
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მუსიკა და ხელოვნება.
11.პროექტის
ხელმძღვანელი:თამარ ქათამიძე.
12.ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა:qatamidzetamar@gmail.com